კახი კალაძე: საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობის შეფასებისას განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც დღეს დასრულდება.
“აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საერთაშორისო პროექტების გახნორციელებისას, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ძალიან დადებით და დიდ წვლილს შევიტანთ ამ პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიატყიბულში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება