კახი კალაძე–თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდესთუ ლარი კვლავ გაუფასურდება, კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს–ამის შესახებ კახა კალაძემ “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში თუ კვლავ გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, სემეკს კვლავ მოუწიოს ტარიფის გაზრდა.

კალაძემ ამის მიზეზებიც ახსნა და განაცხადა, რომ საქართველო ელექტროენერგიას აგვისტოს ბოლოდან მარტის ბოლომდე დოლარში ყიდულობს, ხოლო ანგარიშსწორება ლარში ხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი 2012 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ვიცე-პრემიერი წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობამ ტარიფი შეამცირა და მოსახლეობა შემცირებული ტარიფით 3 წლის განმავლობაში სარგებლობდა.

“ამ ეტაპზე არანაირი გრაფიკი და უშუქობა ქვეყანას არ ემუქრება. მარეგულირებელს ვენდობი. კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, მაგრამ მარეგულირებელმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არც მომხმარებელი და არც კომპანია არ დაზარალებულიყო. ტარიფების შემცირებაზე ვსაუბრობდით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ვცდილობთ რესურსების გამონახვას, რომ დანაპირებიც შესრულებულიყო და კომპანიებიც არ დაზარალებულიყო. 3 წელი მოსახლეობა ამით სარგებლობდა.

“ჩვენ ვართ ენერგოდამოკიდებულები, მაგრამ გვაქვს შანსი, ვიყოთ დამოუკიდებლები ამ მხრივ. ლარის გაუფასურებას დოლართან მიმართებაში დამოკიდებულია ტარიფთან მიმართებაში. თუ იქნება დიდი სხვაობა, რა თქმა უნდა, მარეგულირებელს მუშაობა მოუწევს ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმჟავანაძე: 7 პიჯაკის და სუშის გამო სააკაშვილის დევნა სათანადოდ არ გამოიყურება
შემდეგი სტატია“შემოდგომაზე ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს” – მიხეილ მაჭავარიანი