კახი კალაძე: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია,” – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ, განაცხადა.

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ ისინი პროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ. თუმცა, კაბინეტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი,” – განაცხდა კახი კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, განცხადებით, მთავრობის სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელეს.

მისი თქმით, კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საჭიროებას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს
შემდეგი სტატიასაქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა