კახი კალაძე: „დავხვდი გრეგორი სურკისს“

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ყრილობა უნდა ჩატარდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, კალაძემ განაცხადა, რომ ის გრეგორი სურკისს დახვდა.

„დავხვდი გრეგორი სურკისს. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს“, – განაცხადა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილან და UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტს გრეგორი სურკისთან ერთად დილიდან სასტუმრო „Holiday Inn“-ში იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ სირიელი ამბოხებულების დახმარების გაზრდაზე ფიქრობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე გობეჯიშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს