კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და “დელტას” წარმომადგენლებიც, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ.
ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა ყოველთვიურ შემწეობაზე ყადაღა და საინკასო დავალება არ გავრცელდება
შემდეგი სტატიაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს