კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა

კახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა. სწორედ ამ დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 3 მონაწილე დააკავეს.

დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი კვლავ გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმყოფებიან.

მევენახეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები, თბილისში პარლამენტის შენობასთან გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაში“გაოგნებული ვარ არაადეკვატურობის ხარისხით, პრემიერი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება” – დავით ბაქრაძე პრემიერს პასუხობს
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა