კახეთის რეგიონში უკვე 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. როგორც “თაიმერს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე _ რქაწითელი, 2 320 ტონამდე _ საფერავი, 375 ტონამდე _ კახური მწვანე და 2 700 ტონამდე _ სხვა ჯიშის ყურძენი.
“რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს – დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი _ 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

banner
წინა სტატიაში,,საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მივდივართ”
შემდეგი სტატიასოზარ სუბარის განცხადებით მთვარობა საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად მზად არის