კახეთის გზატკეცილზე არსებულ ხიდებზე ამაღამ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი გამოიცდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 იანვრის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე 5 ხიდი-გზაგამტარის გამოცდა იწყება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაიკეტება გზატკეცილის მთავარი ზოლი და მოძრაობა სავალი ნაწილის მეორეხარისხოვანი ზოლების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
“გამოცდის სამუშაოები ეტაპობრივად, 15 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ გზაგამტარებზე: კახეთის გზატკეცილიდან ვაზისუბნის დასახლებაში გადასასვლელთან არსებულ ხიდზე; ე.წ. ვარკეთილის ხიდზე; ე.წ. ორხევის ხიდზე; ე.წ. აეროპორტის ხიდებზე. თითოეული გზაგამტარის გამოცდა ღამის საათებში, მონაცველობით მოხდება. გამოცდის პროცესში მთელი ღამის განმავლობენ ნაგებობებზე განთავსებული სატვირთო მანქანები მოახდენენ მანევრირებას. კვლევითი სამუშაოების მიზანია დადგინდეს ნაგებობების მდგომარეობა. ასევე, გაიცემა რეკომენდაციები, რა ტიპისა და ღირებულების სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს გამოცდილ და გამოკვლეულ ობიექტებს”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კვლევითი სამუშაოები, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს, 2015 წლის მაისში დასრულდება. პროექტი მეტეხის გვირაბისა და დედაქალაქის მასშტაბით 20 ხიდის გამოცდა-გამოკვლევას ითვალისწინებს. დღეისათვის გვირაბი და 6 ხიდი უკვე შემოწმდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე მცირე ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინაში მსჯავრდებულებს აგზავნის