კახეთიდან თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრები 150-მანქანიანი კოლონით მოემართებიან

აქციის მოანაწილეები სოფელ ჩალაუბანში დილიდან შეიკრიბნენ და თბილისის მიმართულებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასრებად გამოემგზავრნენ.

მხარდამჭერებს პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ღვინიაშვილი მოუძღვება. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება უნიათოა და ის აუცილებლად უნდა გადადგეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპუტინის თვითმფრინავი (სალონის ფოტოები)