კახა ჯოჟორიძე: პრეზიდენტი მზად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურები სხვადასხვა ჯგუფებთან განიხილოს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარმოდგენილია ათობით კანდიდატურა და პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს მსჯელობას.

კახა კოჟორიძე ასევე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მზად არის წარმოდგენილი კანდიდატურები სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად განიხილოს.

“გიორგი მარგველაშვილი მზად არის კონსულტაციების გაგრძელებისკენ. მის მიერ შერჩეული საბოლოო კანდიდატი კი შესაბამისობაში იქნება გაჟღერებულ კრიტერიუმებთან, რომლებიც პრეზიდენტს როგორც პოლიტიკურმა პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს,”- განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ბერძენიშვილის საქმიანობას სარევიზიო კომისია შეისწავლის?
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: საქართველოს ჰყავს თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი პრემიერ-მინისტრი