კახა ნაკანი გლდანის ციხეში სპეციალურად მოათავსეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი მოახდინონ

კახა ნაკანი გლდანის ციხეში სპეციალურად მოათავსეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი მოახდინონ, – ამის შესახებ კახა ნაკანის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის კომენტირებისას “სამართალდამცველთა ლიგის” წარმომადგენელმა ზაზა ჭაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სხვა ყველა სპეცრაზმელი მოთავსებულია ე.წ. მატროსოვის ციხეში, ნაკანი კი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე გლდანში ჰყავთ.
“კახა ნაკანმა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, გააპროტესტა თავისი უკანონო პატიმრობა, ასევე სპეცდანიშნულების რაზმის უბრალო ოფიცრების უკანონო პატიმრობა და სცადა თვითმკვლელობა. ის არის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი, რომლისაც ცეცხლივით ეშინოდათ სეპარატისტებს და რუს სამხედროებს. ასეთი პირი დღეს მოთავსებულია #8 დაწესებულებაში, რომლის ხელმძღვანელობის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ჰყავთ საკანში, სადაც ზემოთ და ქვემოთ სართულებზე დამნაშავეები სხედან. ხმა საკანში ჩვეულებრივად ისმის. ეს ფსიქოლოგიური წნეხია. ამის გასაპროტესტებლად ეს უბედურება ჩაიდინა ნაკანმა და 2 ლიტრამდე სისხლი აქვს დაკარგული. გადავრჩით, რომ არ გარდაიცვალა”, – აღნიშნა ზაზა ჭაიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა. ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშივისურვებდი, რომ სპეცრაზმელის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი იყოს- ზაქარია ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიასამურზაყანოში ენა ჩვენი ქართული შველას ითხოვს-ზურაბ ერქვანია