კახა მიქაია:”შონიებო, გოგოხიებო, ქვარაიებო თქვენს სიბრიყვეს მართლა არ აქვს საზღვარი”

ზუგდიდში,უკრაინულ მედიაში გავრცელებული საქართველოში ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობების საჯარო ვიდეო-ჩვენების ფაქტს  მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა მიქაია ეხმიანება.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

“ამ წუთებში, ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, დიდ მონიტორზე მიმდინარეობს გუშინ გავრცელებული კადრების ჩვენება. მივმართავ ხელისუფლებას. შონიებო, გოგოხიებო, ქვარაიებო და ა,შ. თქვენს სიბრიყვეს მართლა არ აქვს საზღვარი, ამ საქციელით თქვენ ნაციონალებსაც კი გადააჭარბეთ. გირჩევთ, ამ კადრებს, თქვენთან პორტირებულ ახალაიას ზონდერებთან ერთად საკუთარ კაბინეტებში უყუროთ!’–წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა მიქაია

zugdi3

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში უკრაინულ მედიაში გავრცელებული საქართველოში ძალოვანი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობების საჯარო ვიდეო-ჩვენება და განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეკითხვაზე, რატომ იყო საჭირო აღნიშნული ვიდეოს საჯაროდ ჩვენება, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კადრები გუშინ უკრაინის მედიაში გავრცელდა და სააკაშვილის მმართველობის დროს სასჯელაღსულების დაწესებულებებში მიმდინარე ძალადობას ასახავდა. საქართველოს ხელისუფლების თქმით, ვიდეო მასალები, სადაც მსგავსი სცენებია გადაღებული, განადგურებულია.

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი ვიდეო ზუგდიდში საჯაროდ გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან