კახა მიქაია:”მე არც მამონტი ვარ და არც გერონტი”

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

17 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტაციის რეგიონალური პროექტების მართვის კოორდინატორის დავით კოდუას მამამ, ოთარ კოდუამ და გუბრნატორ ლევან შონიას მეგობარმა ანზორ ჩხეიძემ საკრებულოს წვრს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაიას სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ავტომანქანიდან გადმოღებული ნაჯახით მისთვის დაზიანებების მიყენებას ცდილობდნენ.

საქმეს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველო. დაიკითხა როგორ დაზარალებული ასევე მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ ფაქტს, თუ როგორ მოსდევნენ ნაჯახით კახა მიქაიას.

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

“იმედი მაქვს,რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, დადგინდება სრული ჭეშმარიტება. ასევე, იმედს ვიტოვებ,რომ გუბერნატორი შონია არ მოახდენს ზეწოლას გამოძიებაზე და თავის ნაჯახიან ყაჩაღებს გამოძიებისთვის თავს არ აარიდებინებს”–განაცხადა საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ “თაიმერთამ ” საუბარში. იგი ასევე მიმართავას შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს იმ საქმის თაროდან ჩამოღებას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მის მიმართ  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარიაიას ადმინსტრაციის უფროსის გრიგოლ მიქავას მიერ ჩადენილ ასევე სამართალდარღვევას შეეხება.

“ჩამოიღეთ ეს საქმეც თაროდან.ორი ყაჩაღი, კოდუა და მიქავა გასამართლდნენ კანონის შესაბამისად! სხვათაშორის, როგორც მახსოვს ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და არა ბრინჯაოს ხანაში დაბრუნებას. ადამიანები იმ ეპოქაში ნაჯახით დასდევდნენ მამონტებს.მინდა ვუთხრა ნაციონალურ მოძრაობას, ასევე “ქართულ ოცნებას”, მე არც მამონტი ვარ და არც გერონტი”–აცხადებს “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად…
შემდეგი სტატიავაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა