კახა კუკავა: ჩვენს ყოფილ მეგობრებს დაავიწყდათ, რისთვის შიმშილობდნენ 2008 წელს პარლამენტის კიბეებზე

kukava

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიცია კოალიცია “ქართული ოცნებისგან” ზუსტად იმ საარჩევნო სისტემის მიღებას ითხოვს, რისთვისაც მასში შემავალი სუბიექტები 2008 წელს შიმშილობდნენ.
“ჩვენ ერთად ვაწყობდით საპროტესტო აქციების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნით. ჩვენი ყოფილი მეგობრები პარლამენტის შენობის კიბეებზე 2008 წელს შიმშილობდნენ. უბრალოდ ახლა ტექსტი დაავაწყდათ, რისთვისაც შიმშილობდნენ. ამიტომ ჩვენ მათ მივმართავთ კონსტიტუციური შესწორების ინიციატივით, რათა მათ, ვინც შიმშილობდა, საშუალება მივცეთ, რომ ახლა უბრალოდ პულტზე ხელის დაჭერა სჭირდება ამას და არა 13-დღიანი შიმშილობა, რათა მათი “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ნაწილში ახდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლის და კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მიზნით, არასაპარლამენტო და საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. საუბარია 200 000 ხელმოწერაზე, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს.
ამ მიზნით 12-კაციანი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლის რეგისტირების მოთხოვნით დღეს პარლამენტს მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მთავარი პრობლემა იმ ადამიანის მიერ ქვეყნის მართვაა, ვინც არ არის ანგარიშვალდებული