კახა კუკავა: ჩვენი პარლამენტი საერთოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა

kukava

“ჩვენი პარლამენტი საერთოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა” – ამ სიტყვებით პარლამენტში პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვდა. ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კუკავამ პრემიერიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 3 წლის მანძილზე ოპოზიციას არ შეხვედრია.

„ჩვენი პარლამენტი საერთოდ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა და მან დაკარგა ყველანაირი კავშირი საზოგადოებასთან. სამწუხაროდ ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ რადიკალიზმთან მაქვს კავშირი, მაგრამ რადიკალიზმი აქ არაფერ შუაშია – ეს არის რეალიზმი, რომ ხელისუფლებას დღეს გამოაფხიზლებს და ამ პოზიდან გამოიყვანს მხოლოდდამხოლოდ საზოგადოებრივ აზრთან აშკარა კონფლიქტში შესვლა. 3 წელია მთავრობაში არიან და ქვეყნის პრემიერს ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატი არ ჰქონია. რა იყო რაიმე ვირუსული დაავადება გვაქვს, ინფექცია გვაქვს თუ სხვა ქვეყნის ჯაშუშები ვართ?“ – განაცხადა კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: შექმენით ეს მძიმე ვითარება და არავითარი გარანტია არ არის რომ იგივეს არ ჩაიდენთ ხვალ
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინი ოდესაშია+ფოტო