კახა კუკავა: საქართველოში ავტორიტარული, ოლიგარქიული რეჟიმი მყარდება

kukava

არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

„კოდექსი არ ვარგა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, უმძიმესი სოციალური ფონია. არასაპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დავიწყეთ, რათა ხელისუფლებზე სერიოზული ჩარევა და ზეწოლა მოხდეს, რომ მან რეალური ნაბიჯები გადადგას,“ – განაცხადა ედპ-ს თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოიკოტით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურთ.

„საქართველოში ავტორიტარული, ოლიგარქიული რეჟიმი მყარდება,“ – განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიციის განმარტებით, ბოიკოტი ფართომასშტაბიან წინააღდეგობაში გადაიზრდება.

„გადავწყვიტეთ აქტიური ბოიკოტი გამოგვეცხადებინა შუალედური არჩევნებისთვის, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, 2016 წლის არჩევნებისთვის სერიოზული საარჩევნო რეფორმები გაატაროს,“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავამ.

პოლიტიკური პარტიები ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრების აღდგენასაც ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულმა ჯიბუტების ოჯახმა მერიის მიერ გადახდილი თანხით ბინა შეიძინა