კახა კოჟორიძე – ჩემთვის გასაოცარი იქნება, რომელიმე სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში

ჩემთვის გასაოცარი იქნება, რომელიმე სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა მისი ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში, – ასე უპასუხა ადამიანის ულებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად არის შესაძლებელი მთავრობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძულებული გახდეს, ავლაბრის სასახლიდან ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადაინაცვლოს.
კახა კოჟორიძის განმარტებით, სამართლებრივად ამის წარმოდგენა რთულია.
“ვის ბალანსზეა ობიექტი – ეკონომიკის სამინისტროს, თუ სხვა უწყების, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს შენობა არის სახელმწიფო საკუთრება, პრეზიდენტი კი სახელმწიფოს მეთაურია. ამ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მართლა გასაოცარი იქნება, რომელიმე სხვა უწყებამ, სტრუქტურამ დაგეგმოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გადატანა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ სხვა შენობაში. მე უბრალოდ ძალიან გამიჭირდება სამართლებრივადაც და პრაქტიკულადაც ამის წარმოდგენა. ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფოს მეთაურის პრაქტიკულად გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, მე არ გამიგია და არ მსმენია არსად. იმედია ჩვენ ქვეყანაშიც არ მოვისმენ”, – აღნიშნა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ოლიმპიური ფესტივალისთვის „ქართუდან“ 10 მილიონიანი გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა
შემდეგი სტატიაპროკურორი – ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებას დაზუსტება არ სჭირდება