კახა კოჟორიძე საყდრისის საბადოზე სამუშაოების გაგრძელებას სასამართლოსადმი უპატივცემულობად აფასებს

19185_10200528719978598_7909107608313568422_nდამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საყდრისის საბადოზე სამუშაოების გაგრძელებას სასამართლოსადმი უპატივცემულობად აფასებს.
როგორც კოჟორიძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
“კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ კანონის ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებით იქ შეჩერებულია ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ამ პირობებში აფეთქების კვლავ გაგრძელება არის სასამართლოს უპატივცემულობის გაგრძელება და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედების განმეორება, რაც ვფიქრობ, უნდა იმსახურებდეს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას დასჯადად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიკიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს დასახმარებლად 25 000 ლარით დაეხმარება
შემდეგი სტატია112 გხედავთ – SMS და ვიდეო ზარის სერვისი