კახა კახიშვილი 3 აგვისტოდან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

მინისტრის თქმით, შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგელობაშიც იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“ესაა ძალიან რთული სისტემა, ჩვენ ამ სისტემაში მღებრიშვილის მეთაურობით, შესანიშნავ გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობდა სამინისტროში, გავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ ეტაპზე დასრულებულია სტრუქტურული დალაგების პროცესები ცენტრალურ აპარატებში, იწყება სტრუქტურული რეფორმა თავად დაწესებულებებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ღია იყოს მმართველობა. კანონში ჩაიწერა საკონსულტაციო საბჭოს შესახებ ჩანაწერი, იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგელობაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იმისთვის, რომ მათთან ერთად განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ სისტემის პოლიტიკა. მე ძალიან მალე, ორშაბათსვე დავგეგმავ შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველთან, მეორე დღეს შევხვდები იმ უფლებადამცველ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ სასჯელაღსრულების და ციხის თემებზე და მათთან ერთად განვიხილავთ პუნქტობრივად ყველა არსებულ პრობლემას და დავსახავათ ამ პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია “ჯარისკაცი დედის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელს წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაჩილესთან უვიზო რეჟიმით მიმოსვლა დღეიდან ამოქმედდა