კახა კახიშვილი: საზოგადოებას პატაკს ვაბარებთ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების უწყება უპირველესად საზოგადოების წინაშეა პასუხისმგებელი. აღნიშნული განცხადება მან დღეს, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
“დღეს ჩვენ ვაბარებთ პატაკს საზოგადოებას. ყველაფერი სწორედ მათთვის კეთდება. ის, ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან უწყებაში გატარდა, საზოგადოებამ დააფასა და არა მხოლოდ ქართულმა. საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ სერიოზული პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში და მთლიანად სამინისტროში,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაზე და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გათანაბრდა წოდებები, საპენსიო ზღვარი, რაც “პირველი ნაბიჯებია იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს და ხელისუფლების მხარდაჭერა იგრძნოს.
კახიშვილის თქმით, უწყების მთავარი ამოცანაა, რომ კანონის აღსრულებას ღირსების დაუკარგავად ემსახუროს.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3790 ლარი გახდა