კახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

გაზპრომთან დაწყებულ მოლაპრკებებთნ დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. კახი კალაძისთვის გაუგებარია ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც ამ თემაზე კეთდება.

მისი თქმით, საქართველო რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ყოველთვის თანამშრომლობდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

“ჩვენი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან და პრობლემა არ შექმნილა. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით – 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც შემოგვქონდა რუსეთიდან და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა. რატომ ჩნდება დღეს, როდესაც წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება,” – განმარტა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოსგან ველოდები,რომ სააკაშვილს დაუბრუნებს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად