კახა კალაძე: უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა მოწოდებების შემცველი განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-დანაც ისმის.

“ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2 -ში მუშაობს და ასევე ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნას თავიდან ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელწმიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”, – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან
შემდეგი სტატიანიკა ჩიტიძე: „ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს“