კახა კალაძე: საქართველო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ჩვენ ქვეყანაში ასეთი ვაჟკაცები გაიზრდებიან

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ვიცე-პრემიერი რუსთავში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

„სამწუხაროა რაც მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ასეთი ვაჟკაცები გაიზრდებიან ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გუშინ გადაასვენეს. მას რუსთავის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას, ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა, დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი, დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვია, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი