კახა კალაძე – საქართველოში ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომაა ინტერესი ინვესტიციების განხორციელებისთვის

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

“საქართველოში ფაქტობირვად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვცდილობთ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციების კუთხით, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსით. ჩვენ დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ამ მიმართულებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოდის უცხოეთიდან და ენერგეტიკა ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე დგას. ბელორუსი, იმედია, დაინტერესდება ინვესტირებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემო გვაქვს. ფაქტიურად არ არსებობს ბიუროკრატია და ამიტომაა ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმი იმართება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებს ეძღვნება. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

banner
წინა სტატიაშიეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაჭრის შესახებ საუბრობენ