კახა კალაძე: პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლითაც ის მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობა ყველა დაპირებას ასრულებს და ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. ამასთან ენერგეტიკის მინისტრის თქმით ის, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდეტია იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია.

,,პრეზიდენტი ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი, რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელს წინასაარჩევნო პერიოდში , ყველა დაპირება რაც იყო გაცემული, სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება, ამ მიმართულებით არ არის პრობლემა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, იცით, რომ სარჩელი იყო შეტანილი საკონსტიტუციოში, ამ მიმართულებით პარლამენტი მუშაობს, განხორციელდება ის ცვლილება, რომ სარჩელი იქნას დაკმაყოფილებული,” – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს- ერთ-ერთი მათგანი ადვოკატთა ასოციაციის წევრია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: პატივისცემის მიუხედავად, სხვა ქვეყნებში თანამდებობები არ მიზიდავს