კახა კალაძე – მთავრობა ალბათ იმსჯელებს გაიყიდება ათონელის რეზიდენცია, სახელმწიფოს დარჩება თუ როგორ იქნება

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი უარს აცხადებს ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე , ალბათ მთავრობა იმსჯელებს გაიყიდება ეს ობიექტი, სახელმწიფოს დარჩება თუ როგორ იქნება.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ათონელის რეზიდენციისთვის დიდი თანხა დაიხარჯა.
“ძალიან მაღალი სტანდარტებით არის გაკეთებული ეს პროექტი, თუმცა თუ პრეზიდენტი უარს აცხადებს ამ რეზიდენციაში გადასვლაზე, მთავრობა ალბათ იმსჯელებს გაიყიდება ეს ობიექტი, სახელმწიფოს დარჩება თუ როგორ იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ლარის გაუფასურება ალბათ მთავრობის ბრალიც არის
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – პრემიერის განცხადება ათონელის რეზიდენციაზე ძალიან ნათელი და გასაგები იყო