კახა კალაძე: მზად ვარ გამოვყო ჩემი მოადგილე და პრეზიდენტს ენერგეტიკულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიწოდოს

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მას არ ესმის, თუ რატომ დადგა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დღის წესრიგში და რატომ ითხოვს პრეზიდენტი მის განხილვას მთავრობის სხდომაზე.

ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კალაძემ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე დასწრება და “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვა მოითხოვა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არანაირი პრობლემები არ არსებობს.

„თუ ვინმე კონკრეტულ პიროვნებას, პარტიულ დაჯგუფებას უნდა რაღაც პოპულისტური განცხადებების გაკეთება, ეს მათი საქმეა. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და დღეს პრემიერმაც ვრცლად ისაუბრა. თუ პრეზიდენტს აქვს ინტერესი, მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი, მზად ვარ გამოვყო ჩემი მოადგილე ან რომელიმე ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დღევანდელ ენერგეტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში, საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი უადგილო განცხადებებისგან, რაც ბოლო დღეებში ისმოდა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს