კახა კალაძე: გია უდესიანი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” სიაში არ ყოფილა

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მტკიცებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ყოფილა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულს სრული პასუხისმგებლობით ამტკიცებს.
“რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩართული გახლდით ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა. ცოტა უხერხულია იმ თემაზე საუბარი, რაც არ ყოფილა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სიაში ირაკლი შიხიაშვილის ჩასმას, ვიცე-პრემიერი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე საუბარი იყო, თუმცა ის აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა.
“ვადასტურებ, შიხიაშვილთან მიმართებაში იყო საუბარი, რომ მას ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რისი წინააღმდეგიც წავედი. ჩემი აზრით, ის პიროვნებები, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ, არ უნდა მოხვედრილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში და მათ პარტიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მოვახსენე პრემიერს, ის დამეთანხმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ მოხვედრილიყო სიაში”, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ ოფისში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაღონღაძის გამტაცებელი კოლონიაში გარდაიცვალა