კახა კალაძე – გაუგებარია მარგველაშვილის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლა არ სურს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია

დღეს გაუგებარია მარგველაშვილის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ მას არ სურს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
კალაძის შეფასებით, თემის აჟიტირება მიზანმიმართულად ხდება და მისთვის საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია.
“ამ თემის აჟიტირება მიზანმიმართულად ხდება. აქ გასარკვევი ან გაურკვეველი არაფერი არ არის, ყველაფერი ნათელია. საქართველოში, სადაც მძიმე სოციალური ფონია, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი ტიპის რეზიდენცია, სადაც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა. ჯერ იყო და პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც აშენდა, თუ არ ვცდები ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, იმ ფონზე, როცა ჩვენ მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეს იყო არასწორი. მითუმეტეს, გადაწყვეტილება იყო ათონელის რეზიდენციის დასრულებაზე, რომელშიც პრეზიდენტი მარგველაშვილი მონაწილეობდა, დღეს გაუგებარია მისი პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ არ აინტერესებს ამ რეზიდენციაში გადასვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე პრემიერმა დასმულ კითხვასაც უპასუხა, ხომ არ აპირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეზიდენციაში გადასვლას.
“პრემიერს აქვს თავისი სამუშაო ადგილი კანცელარიაში, სადაც თავს ნორმალურად გრძნობს და შესაბამისად, რაიმე ფუფუნება პრემიერს არ სჭირდება. მან ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, რეზიდენციის ირგვლივ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება და ამას გარკვეული ჯგუფები გარკვეულ ტელევიზიებთან ერთად ახდენენ, რომელთა ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვევა.
“მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება, რომ ვიღაც იჩაგრება და ვიღაცას გვინდა დაჩაგრულის მანტია მოვასხათ. ამის აჟიტირებას გარკვეული ჯგუფები და ტელევიზიები ახდენენ, რომელთა ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვევა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში ნეპოტიზმი ამსახველი ფოტომასალა და სქემები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძის და ჩვენებაში ძმის “ფსიქიკურ გადახრებზე” საუბრობს