კახა კალაძე – ახლა მთავარია, უეფა-ს სუპერთასის ფინალურ შეხვედრას მომზადებულები შევხვდეთ

ახლა მთავარია, რომ ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ უეფა-ს სუპერთასის ფინალურ შეხვედრას, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის პროცესს, კალაძის თქმით, ყველამ იხილა, რამდენად დაძაბული და რთული იყო ეს.
“ბილეთებთან დაკავშირებით ძალიან დიდი იყო მოთხოვნა. სულ 22 000 ბილეთი იყო გამოყოფილი ქართველი გულშემატკივრისთვის. მე როგორც ვიცი, გუშინ ღამე და დღეს დილით დასრულდა ბილეთების რეალიზაცია. მათი სიმცირის გამო, რა თქმა უნდა, ყველას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ბილეთი შეეძინა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ ფინალურ შეხვედრას. სტადიონი არის სრულ მზადყოფნაში. კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, მაქსიმალურად აკონტროლებს იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გარწმუნებთ, რომ 11 აგვისტოსთვის სტადიონი იქნება მაქსიმალურად მზადყოფნაში”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ის რაც ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოჰკითხოს უმჯობესია“
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს