კახა კალაძე: არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

არ მინდა, ჩავერიო უკრაინის საკადრო პოლიტიკაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა, – ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე უკრაინის ხელისუფლებაში ბოლო პერიოდში ყოფილი, თუ მოქმედი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნას.
“მე გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. უკრაინას ყავს მთავრობა, ხელისუფლება და არ მინდა, ჩავერიო მათ საკადრო პოლიტიკაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია კრიმინალურ რეჟიმთან, იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ის იყო მთავარი იდეოლოგი, თავის მეგობრებთან ერთად, მე ახლა გვარებს არ დავასახელებ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ, თან იმ მდგომარეობაში, რა მძიმე სიტუაციაშიც დღეს უკრაინა იმყოფება”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, თუ ვინ გაემგზავრება საქართველოს ხელისუფლებიდან უკრაინაში უხელოს დღეებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ ვერაფერს იტყვის, თუმცა უახლოეს მომავალში ეს ყველასთვის გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდებალცევოს ალყა – ომი ან სირცხვილი
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე დაასახელა