“კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა”

ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დედა მარიამ ჟვანია დაიკითხა.

როგორც მარიამ ჟვანიამ განაცხადა, ის სრულიად ენდობოდა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს. მან დაცვის უფროს კახა გოჩაშვილზეც ისაბურა.

ამასთან, მარიამ ჟვანიას თქმით, მის შვილს არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, სადაც მასთან ახლოს ყოველთვის იმყოფებოდა ჟვანიას დაცვის უფროსი კახა გოჩაშვილი.

“როდესაც ამ ხალხს ვაბარებდი ზურას, აბსოლუტურად წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სამივე, თუ საჭირო იქნებოდა, სიცოცხლის ფასად დაიცავდა ზურას. ზურას არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, რომ მიეღო სტუმრები და მათთან ესაუბრა. კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა, თუ არ უპასუხებდა კარს შეანგრევდა”, – განაცხადა მარიამ ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური – გალის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა
შემდეგი სტატიაგაფიცულ მძღოლებს რვა მოთხოვნა აქვთ