კასპაროვმა პუტინის საპრეზიდენტო ვადებზე „კარგი ამბავი“ გაავრცელა

კასპაროვმა პუტინის საპრეზიდენტო ვადებზე „კარგი ამბავი“ გაავრცელა

კასპაროვმა პუტინის საპრეზიდენტო ვადებზე „კარგი ამბავი“ გაავრცელა„რამდენი ხანი გაგრძელდება კიდევ ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო მმართველობა, არ იცის არავინ, თვითონ მანაც, რადგანაც მისი რეჟიმი დღეს აგონიაშია“ – ასეთი აზრი გამოთქვა გარი კასპაროვმა უკრაინულ „აბაზრევატელთან“ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, დიდი ხანი იქნება თუ არა პუტინი კრემლში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა: „ერთადერთი კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ ეს არავინ იცის, პუტინის ჩათვლით.“
„ძალიან ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი აგონიის სტადიაშია, მაგრამ ეს აგონია განსაკუთრებით საშინელი უნდა იყოს. გასაგებია, რომ პუტინმა თავისი პიკი დიდი ხანია გალია, რეჟიმი უკანასკნელ ამოსუნთქვას ითვლის, რუსეთის პრეზიდენტის გარეგნობაც კი იმაზე მიუთითებს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების როტაცია ადვილი იქნება. აგონია შესაძლებელია სისხლიანი გამოდგეს“ – ამბობს კასპაროვი.

banner
წინა სტატიაშიიოახიმ ლიოვი – გერმანიის ნაკრები ცეცხლს დაანთებს, რომ 3 ქულა მოიპოვოს
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა შვედი პოეტი ტომას ტრანსტრომერი