„კარტოფილის ეკონომიკიდან გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ,” – მიხეილ მაჭავარიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების არსებობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ფაქტად საჯარო უწყებებში ხელფასების დაგვიანებას ასახელებს.

ამ თემაზე მიხეილ მაჭავარიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რეგიონებშიც და დედაქალაქშიც ძალიან ბევრ საბიუჯეტო ორგანიზაციას დღესაც არ მიუღია ხელფასები.

„პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკის უმოქმედობასთან, აბსოლუტურად აშკარაა და არანაირი გეგმა მთავრობას არა აქვს წარმოდგენილი. შევახსენებ მთავრობას, რომ კარტოფილის ეკონომიკიდან გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ,” – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირების მიზეზი 12 000 ათასი ლიტრი საწვავი გახდა -რა მოდა წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი თავისუფალია