კარზე მომდგარ მტერს ახალი იარაღი უნდა ვაჩვენოთ – აცხადებს როგოზინი

110212f,,მაშინ, როცა მტერი კარზე მოგვდგომია, რუსულ სამყაროს ემუქრებიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხს კლავენ იმის გამო, რომ ისინი რუსულად ლაპარაკობენ… იმისათვის, რომ უბრალოდ ადამიანებს სურთ რუსული სამყაროს წევრები იყვნენ…  ჩვენმა თავდაცვითმა მრეწველობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ასეთ მნიშვნელოვან დროს,, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა ტულის იარაღის მუზეუმში, თავდაცვითი მრეწველობის ვეტერანებთან შეხვედრისას.

,,ჩვენ ახალი იარაღი  უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 9 მაისს, სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ პარადზე, მხოლოდ უახლესი შეიარაღება, ახალი ტექნიკა, ისეთი იარაღები, რომლებიც ახლად შემუშავებულია და მხოლოდ ახლა შემოდის შეიარაღებაში, გამოვიყვანოთ და ვაჩვენოთ,, განაცხადა როგოზინმა1013368449

banner
წინა სტატიაშისირიაში გარდაცვლილი ქართველის მშობლებმა მათი შვილის სირიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შეიტყვეს
შემდეგი სტატიაშეცვლის თუ არა ალასანიას თანაგუნდელ ონოფრიშვილს ნანა ყეინიშვილი