“კარგად იცით, რომ ყოფილ რეჟიმს მკვლელ რეჟიმს ვუწოდებთ”

საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკელები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილ ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა. კონსულტაციების მიზანი მისი პრიორიტეტების გაცნობა და პოზიციების შეთანხმება იყო.

შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტარებმა რუსთვი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატმაც.

ზვიად კვაჭანტირაძე კიდევ ერთხელ იმეორებს მისი თანაგუნდელების განცხადებას, რომ ეს არის კერძო დავა 2 მფლობელს შორის.

„რუსთავი 2-ის ფორმალური მფლობელები არენაზე არ ჩანან, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ დგას მათ უკან. მეორე მხარე ბატონი ხალვაშია,“ – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე გააკეთა განმარტება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე გუშინ მის გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

„კონკრეტულად, პიროვნულად არავინ მიგულისხმია. კარგად იცით, რომ ყოფილ რეჟიმს, რომელიც მართავდა საქართველოს 9 წლის განმავლობაში, მკვლელ რეჟიმს ვუწოდებთ და ყველა ისეთ მხარდამჭერს, რომელიც ცდება ყველანაირი წესიერების და კანონიერების ფარგლებს, მის მიმართაც შესაძლოა ასეთი ჰიპოთეტური ტერმინი და მოსაზრება გამოვიყენოთ,“ – განმარტა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა”