„კარასინი-აბაშიძის ფორმატი ვნებს საქართველოს ინტერესებს,” – გიორგი ბარამიძე

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატის გაუქმების მომხრეა.

პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია გასცდა ჰუმანიტარულ და სავაჭრო-ეკონომიკურ თემებს და ის საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მომტანია.

„ნათელია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ვნებს საქართველოს ეროვნული ინტერესებს. აი, ამ ფორმატში მიმდინარე საუბრები შორს გასცდა ეწ. ჰუმანიტარულ სფეროს, რაც იყო გაცხადებული, რომ იყო ამ საუბრების თემა. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ფორმატი იმთავითვე იყო არასწორი და მავნებლური,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პრაღაში დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ნატოს ნელ-ნელა შორდება საქართველო,” – ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატიაუმრავლესობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა