კარასინის პრეტენზიები რუსი დიპლომატების ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით

კარასინის პრეტენზიები რუსი დიპლომატების საქართველოში გაზრდასთან დაკავშირებით

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრეტენზიას უპასუხა და თქვა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლების გაზრდაზე პრეტენზია. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ დიპლომატიური პარიტეტის პრინციპი ქვეყნებს შორის ისედაც დარღვეულია: საქართველოს ინტერესების წარმომადგენლები შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში იმაზე ნაკლები ქართველები მუშაობენ, ვიდრე რუსი დიპლომატები თბილისში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დავით საყვარელიძის თქმით რუსეთში 6 ქართველი დიპლომატი მუშაობს მაშინ, როცა საქართველოში 10 რუსი დიპლომატია. ასე უპასუხა მან კარასინის სიტყვებს, რომელმაც ახსნა თუ რატომ იღებენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ვიზას უფრო ხშირად. მან დაამატა, რომ ქართული მხარე თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია.
“წელიწადში დაახლოებით 25 ათასი ვიზა გაიცემა, მეტსაც გავცემდით, მაგრამ უკიდურესად მცირე პერსონალი თბილისში ფიზიკურად ვერ ასწრებს მუშაობას” – განაცხადა კარასინმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას.
ნინო ბურჯანაძე, რომელსაც საქართველოში ერთადერთ პრორუსულ ძალად მიიჩნევენ, მოსკოვში 8 ივლისს გაფრინდა. ის რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დაწყებას აპირებს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წელს გაწყვიტა.

მომზადებულია “კომერსანტის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის მაგალითი ესპანელი პოპულისტებისთვის
შემდეგი სტატიაორჭონასში შექმნილ ვითარებას გიორგი მარგველაშვილი მიუღებელს უწოდებს