კარავაჯოს ტილო და წაგებული საქმე

ტილოს ყოფილმა მეპატრონემ, რომელმაც მისი გაყიდვის შემდეგ შეიტყო რომ ის ორიგინალი ყოფილა, საქმე, რომელიც სოტბის აუქციონის წინააღმდეგ დაიწყო, წააგო. ლანსელოტ უილიამ ტუეიტსმა, რომლის ოჯახმაც ტილო 1962 წელს შეიძინა როგორც ბაროკოს დროის უცნობი მხატვრის ნამუშევარი, „შულერები“ 2006 წელს

სოტბის აუქციონზე 42 ათას ფუნტად გაყიდა. ტილო ცნობილმა კოლექციონერმა და ექსპერტმა სერ დენის მეხონმა შეიძინა, რომელმაც განაცხადა რომ „შულერები“, რომელიც მან შეიძინა არის ორიგინალი და შექმნილია თავად კარავაჯოს მიერ და ის 10 მილიონი ფუნტით შეაფასა. მეხონის აზრით კარავაჯომ ეს ტილო ორ ეგზემპლარად დახატა. ვარაუდი დაადასტურეს ექსპერტებმაც. ტილო 1595 წლით დათარიღდა.

ტილოს პირველმა მეპატრონემ, ტუეიტსმა სოტბის ექსპერტები არაპროფესიონალიზმში დაანადაშაულა, მაგრამ საჩივარი, რომელიც მან აუქციონის წინააღმდეგ შეიტანა, წააგო. მისი ადვოკატები აპელიაციას ამზადებენ.

banner
წინა სტატიაშიGoogle Glass წარმოებიდან მოიხსნა
შემდეგი სტატიასომხეთმა იუნესკოს საქართველოში არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარება თხოვა