კანცელარიის შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული

პოლიციელებს მთავრობის კანცელარიის შენობის შესასვლელის მისადგომები აქვთ გადაკეტილი.

შესასვლელამდე ჯებირებით სპეციალური სივცრეა გამოყოფილი, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს, კანცელარიის შესასვლელთან მიახლოების საშუალება არ მიეცეთ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აქცია კანცელარიის შენობასთან განაგრძეს. ისინი აპირებენ, რომ მთავრობას უჩვენონ წითელი ბარათი.

აქცია შეძახელები „გადადექის” ფონზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ეს ხელისუფლება განწირულია“
შემდეგი სტატიანიკა მელია – როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე