კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი კახა ბექაურია–ნიკა გვარამია

კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა„ამ კანონის ავტორი კახა ბექაურია, რომელიც ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და დღეს მარეგულირებლის წევრია. ეს კანონი მისი თვითშემოქმედებაა და მედიაინდუსტრიის დანგრევისკენ არის მიმართული. მან მიიღო დავალება და მან ეს დავალება შეასრულა,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კახა ბექაურს სარეკლამო ბიზნესშიც აქვს პირადი ინტერესები და ამ კანონით ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-დან „იმედზე“ თანხების გადადინება მოხდეს.

გვარამია დარწმუნებულია, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღებით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი.

„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და მათ მიიღეს დავალება, რაც შეასრულა ბექაურმა და საქართველოს პარლამენტმა,“ – ამბობს გვარამია.

„რუსთავი2“-ის დირექტორს პრეზიდენტის იმედი აქვს და ამბობს, რომ “ამ ქვეყანაში თანამდებობის პირებს შორის გიორგი მარგველაშვილი დღეს ყველაზე ადეკვატურია.”

„ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა მედიის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი2“-ის პრობლემა. სხვა ტელევიზიებსაც გაუღრმავდებათ პრობლემები და ისინი უფრო დამოკიდებული გახდებიან საკუთარ დამფინანსებელზე,“ – ამბობს გვარამია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს?
შემდეგი სტატიასაქართველოს ავტობაზარზე შემოსასვლელად რუსული “ავტოვაზი” ემზადება