“კანონით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება,” – თინა ხიდაშელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე

თინა ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი

მმართველი კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ კანონის პროექტი არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული.

“კანონი არ არის იმ ტიპის აქტი, რომლითაც ყველა კმაყოფილი ან ბედნიერი იქნება. ”რუსთავი 2-ს,” როგორც გაირკვა, ერთი პრეტენზია დარჩა, სხვა ყველა დანარჩენი კმაყოფილია. კომიტეტი ამ აზრზეა და არა მგონია, რომ ამ კანონის მიღებას რამემ ხელი შეუშალოს. თუმცა კვირანახევარია წინ და ყველას შეუძლია ეს დრო ძალიან პროდუქტიულად გამოიყენოს,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური იანოშ ჰერმანს შეხვდა