კანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებს

კანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებს

კანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებსირაკლი წერეთელი მთავრობას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების სახლების “დაცვას” სთხოვს. “პრინციპულად ვაპროტესტებ ნაცმოძრაობის წევრების სახლებთან მივარდნისა და პიკეტირების არაკაცურ სისაძაგლეებს! ამ შემთხვევაში მიჭრა გიგა ბოკერიასა და როლანდ ახალაიას სახლებთან მაქვს მხედველობაში. კანონით უნდა აიკრძალოს საპროტესტო აქციების გამართვა საცხოვრებელ სახლებთან,სულ რომ საცხოვრისები ეკუთვნოდეს სამშობლოს მოღალატეებს. არც ბოკერიას და არც ძმებ ახალაიებს სამშობლოს მოღალატეებად ნამდვილად არ განვიხილავ. .ადამიანის სახლი უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა ადამიანი სახელმწიფოს მიერ ღირსეულად დაცული. პოლიტიკოსების მიმართ პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს სახელისუფლებო,სამთავრობო და სამუშაო აპარტამენტებთან,ისიც მხოლოდ მკაცრად მშვიდობიანად. ეს დაძაბულობა რამენაირად უნდა განელდეს და აღმოიფხვრას. საზოგადოება და ერი უნდა წავიდეს ურთიერთშერიგებაზე. დღევანდელი უნიათო და უტვინო ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოში სიძულვილის მახინჯი და არაჯანსაღი ატმოსფეროს გაღრმავებას,რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე სასაცილო და დასაძრახისია ისტერია 21 მარტის აქციის წინააღმდეგ. ეს სამარცხვინო ისტერია მხოლოდ პოპულარობას მატებს 21 მარტის შეკრებას, 21 მარტს დემონსტრაცია აუცილებლად ჩატარდება ,რაც იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენა და საგანგაშო არფერია,სულ რომ დასრულდეს მთავრობის გადაგომით. ნამდვილად არ მჯერა იმ ჭორების,რომ აქციის ორგანიზატორები სისხლისღვრას ამზადებენ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მსგავსი ბოროტება მართლაც მოხდა,რასაც პირადად მე არ ველოდები,დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან და ეგ იქნება. საცოდაობაა იმ ხელისუფლების მდგომარეობა და ყოფა,რომელსაც დემონსტრაციები და შეკრებები აშინებს!”-წერს სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში” მოყვასისათვის შეწირულები”–პრემიერა
შემდეგი სტატიარა მოხდა ზუგდიდში სინამდვილეში