„კანონიერი ქურდი“ შალვა ჩხენკელი იგივე “შალვა ხონსკი” დააკავეს

იგი მიმალვაში იყო, 2011 წლიდან მკვლელობისთვის იძებნებოდა.

მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკის რაიონში ქართველი ე.წ „კანონიერი ქურდი“, 50 წლის შალვა ჩხენკელი, იგივე “შალვა ხონსკი” დააკავეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, 2006 წელს ჩხენკელმა, კანონიერ ქურდთან, გლაზნევთან ერთად აწამა მოსკოველი ბიზნესმენები, მამა-შვილი კრუჟალენკოები და მათგან ბიზნესის გადაფორმებას ითხოვდა. ცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო კრუჟალენკო-უფროსი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა–ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინსტრო ავრცელბს.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო