კანადაში ევთანაზია დაუშვეს

კანადაში ევთანაზია დაუშვეს. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ხელისუფლებას ერთი წელი მისცა იმისთვის, რომ კანონში ცვლილება შეიტანოს.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ კანონი, რომელიც არსებობს ევთანაზიასთან მიმართებაში, არღვევს თავისუფლებისა და უფლებების შესახებ ქარტიას.

მძიმე ავადმყოფ პაციენტებს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს, სურთ თუ არა მედიკოსების დახმარება სიცოცხლის დასრულებაში.

საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა კანადის პარლამენტში უკვე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს