კანადაში, დაღუპულ სირიელ ბავშვებს პატივი მიაგეს

ვანკუვერში ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ახლახან ზღვაში დამხრჩვალი სირიელი ბავშვების მოსახსენიებელ პანაშვიდზე…

კანადაში მცხოვრებ დაღუპული ბავშვის ნათესავებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მათ თეთრი ბუშტები, ვარდები და დაღუპული პატარების ფოტოები მოჰქონდათ.

სამი წლის ქურთი აილანი ოჯახთან ერთად თურქეთიდან საბერძნეთში მიცურავდა, როცა ღამე 23 კაციანი ნავი გადაბრუნდა. 12 ადამიანი, მათ შორის აილანი, მისი ხუთი წლის ძმა გალილა და დედა რიხანი დაიღუპნენ. გადარჩა ოჯახის მამა. ოჯახი კანადაში გადასვლას ცდილობდა, სადაც ბავშვების მამიდა ცხოვრობს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ბავშვის ფოტომ, რომლის სხეულიც თურქეთის ბოდრუმის სანაპიროზე იპოვეს, პოლიტიკოსები აიძულა პრობლემისთვის სხვანაირად შეეხედათ. ფოტოების ნახვის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ მიგრანტების მიღების პოლიტიკაც შეცვალა.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის აქტიურობები სირიაში აშშ-ს შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიაპუტინი მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდება