კალაძის უწყება “გაზპრომის” წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

ენერგეტიკის სამინისტრო დღეს “გაზპრომის” წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრე-სამსახური ავრცელებს:
“დღეს გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა გაზპრომის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეები გეგმავენ განიხილონ არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები” – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან შეღავათებს მიიღებენ
შემდეგი სტატია,,ძალიან უპასუხუსმგებლოდ და არასერიოზულად გამოიყურება ქართული ოცნება”