კალაძე– უგულავაზე: თუ ის უდანაშაულოა დაბრუნდება სახლში

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს ყველამ.

„ცდილობენ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშნდელ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უგულავას წინაშე მიმდინარე საგამოძიებო მიმართულებები და ის, რასაც მას ედავებიან გაუქარწყლდეს. დაველდოთ სასამართლოდ გადაწყვეტილებას. თუ ის უდანაშაულოა დაბრუნდება სახლში. თუ დამნაშავეა უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ უგულავას გათავისუფლება რამდენიმე საათიანი მხიარულება იყო, კალაძე არ ეთანხმება.

„მე არ ვეთანხმები მეჭიაურის განცხადებას“, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„მოსამართლემ ოქროპირიძე ობიექტურად დატოვა პატიმრობაში“
შემდეგი სტატიაპატრიარქი ხვალ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის