კაზანელი სკოლის მოსწავლეები სელფის დროს ხიდიდან გადავარდნენ

კაზანელი სკოლის მოსწავლეები სელფის დროს ხიდიდან გადავარდნენ

კაზანელი სკოლის მოსწავლეები სელფის დროს ხიდიდან გადავარდნენკაზანში ორი მოსწავლე სელფის გადაღების დროს საავტომობილო ხიდიდან რკინიგზის ხიდზე გადავარდა. ვარდნის დროს მოზარდები მაღალი ძაბვის მავთულებზე დავარდნენ.
14 წლის გოგონა ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა კი ტვინის შერყევა მიიღო. მედიკოსები მათ მდგომარეობას აფასებენ, როგორც უკიდერესად მძიმეს.

25 აგვისტოს ტომსკშიც სკოლის მოსწავლე 30 მეტრიანი ქიმიდან გადავარდა სელფის დროს. ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ივლისში ლიპეცკის მცხოვრები 40 მეტრიანი კარიერიდან გადმოვარდა – ისიც სელფის გადაღებას აპირებდა. ვარდნის დროს ის ხეზე დაეცა, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
9 ივნისს როსტოვის მხარეში ორ გოგონას დენმა დაარტყა ავტოპორტრეტის გადაღებისას მაშინ, როცა ვაგონში იმყოფებოდნენ. 23 მაისს რიაზანში დაიღუპა ბიჭი, რომელიც რკინიგზის სადგურზე იღებდა სელფს.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქმა რეკორდული ნახვა დააფიქსირა
შემდეგი სტატიაქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი ირანში გამოუშვეს