კადიროვმა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს რუსეთის პატრიოტები უწოდა

Zaur-Dadaev-priznal-vinu-v-priჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ზაურ დადაევი და ამავე ბრალდების გამო დაკავების დროს დაღუპული (ხელყუმბარით თავი აიფეთქა. რედ.) ბესლან შამანოვი დაახასიათა.

ზაურ დადაევზე საუბრისას, კადიროვმა ის დაახასიათა, როგორც ,,უშიშარი მეომარი,, და ,,რუსეთის დიდი პატრიოტი,, კადიროვის განცხადებით, დადაევი შინაგან ჯარში სამსახურის დროს იყო ერთერთი ყველაზე უშიშარი და მამამცი მეომარი თავისი პოლკის. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ჭეშმარიტად ერთგული იყო რუსეთის და შეეძლო თავი გაეწირა მისთვის,, განაცხადა თავის ,,ინსტაგრამის,, გვერდზე კადიროვმა.

კადიროვმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დადაევი ღრმად მორწმუნე კაცი იყო და ის შეძრწუნებული იყო ,,შარლი ებდოს,, მიერ წარმოებული ანტიისლამისტური კამპანიით… როგორც რუსული მედია ადრე აცხადებდა,  ნემცოვს ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების მხარდაჭერის გამო უცნობი პირები ემუქრებოდნენ…

როგორც ,,მამაცი მეომარი,, ასე დაახასიათა კადიროვმა, გუშინ 8 მარტს, გროზნოში დაკავებისას დაღუპული, ნემცოვის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი პირი ბესლან შამანოვი, რომელმაც აყვანის ოპერაციის დროს ერთი გახსნილი ხელყუმბარა ძალოვანებს გადაუგდო, ხოლო მეორეთი თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიკოალიციურმა ავიაციამ ჯიჰადისტების ნავთობ-ბაზები ააფეთქა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა